ტუბულოპათიები
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტუბულოპათიები – (ლათ. Tubula მილი + ბერძ. Pathos ტანჯვა, ავადმყოფობა) დაავადებების ჯგუფი, რომლებიც ხასიათდებან თირკმლის მილაკების ფუნქციის მყარი მოშლით. დაავადებას საფუძვლად უდევს სხვადასხვა ნივთიერებების ტრანსპორტის მოშლა თირკმლის მილაკებში. ტუბულოპათიები შესაძლოა იყოს თანდაყოლილი (პირველადი) და შეძენილი (მეორადი). პირველადი ტუბულოპათიების დროს დარღვეულია მემბრანული ტრანსპორტი თირკმლის მილაკებში. მეორადი ტუბულოპათიები ვითარდება