Tag Archives: ტურა

ვაარდენბურგის სინდრომი

ვაარდენბურგის სინდრომი – დამახასიათებელია ორმხრივი ჰიდროფთალმია, ჰიპერტელორიზმი, კოშკისებური თავის ქალა, თუთიყუშის ნისკარტისებური ცხვირი, გაპობილი მაგარი სასა, ჰიპოპლაზიური ქვედა ყბა, ენის ანომალიური მდებარეობა, დეფორმული ყურის ნიჟარები, დისპლაზიური ლავიწი, მუხლის სახსრებში კონტრაქტურა, აღინიშნება სინდაქტილია, გულის სხვადასხვა მანკი და სასქესო ორგანოთა ანომალია. [“3”] გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

ექინოკოკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ექინოკოკი – (Echinococcus granulosus), ცხოველი თასმისებური ჭიების კლასისა. სქესმწიფე ექინოკოკის სიგრძეა 2 – 8 მმ . თავზე ორი წყება კაუჭებით შეიარაღებული ხორთუმი აქვს. სხეული შედგება 3 – 4 პროგლოტიდისაგან. ლარვას ბუშტის ფორმა აქვს და ამოვსებულია შუამავალი მასპინძლეს სისხლიდან გამოყოფილი სითხით. ექინოკოკი სქესმწიფე სტადიის დროს პარაზიტობს მტაცებლების (ძაღლი,

Read More