Tag Archives: უდევს

გაავთვისებიანება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გაავთვისებიანება – (არარეკომენდებული ტერმინი; სინ.: ავთვისებიანად გარდაქმნა) ნორმალური ან პათოლოგიურად შეცვლილი ქსოვილის, ასევე კეთილთვისებიანი სიმსივნის მიერ ავთვისებიანი სიმსივნის თვისებების შეძენის პროცესი, რომელსაც საფუძვლად უდევს უჯრედთა პროლიფერაციისა და დიფერენციაციის დარღვევა; უფრო სწორია ტერმინის ,,მალიგნიზაციის” ხმარება. გაფრთხილება!  

ახალშობილთა ჰემორაგიული დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ახალშობილთა ჰემორაგიული დაავადება – სიდრომების ჯგუფი, რომლებიც გაპირობებულია ადრეულ ნეონატალურ პერიოდში სისხლის შედედების ზოგიერთი ფაქტორების ტრანზიტორული უკმარისობით. ეტიოლოგია, პათოგენეზი. გვხვდება ორი ფორმით (პირველადი – К ვიტამინის დეფიციტი და მეორადი, რომელიც ვითარდება დასუსტებულ ან დღენაკლ ბავშვებში და არ წარმოადგენს К ვიტამინის მარტივი დეფიციტის შედეგს). დაავადებას საფუძვლად უდევს სისხლძარღვშიგა

Read More