Tag Archives: უდევს

არაქნოდაქტილია

არაქნოდაქტილია – (arachnodactylia; ბერძ. Arachne ობობა + daktylos თითი; სინ.: დოლიქოსტენომელია, აკრომაკრია, ჰიპერქონდროპლაზია) კლინიკური სინდრომი, რომელსაც საფუძვლად უდევს შემაერთებელი ქსოვილის სტრუქტურისა და ფუნქციის მემკვიდრეობითი დაზიანება; ვლინდება ძვლოვანი სისტემის ანომალიებით. არაქნოდაქტილიისათვის დამახასიათებელია გრძელი, თხელი თითები, თითისტარისებრი ფორმის გულმკერდი, ნეკნთაშუა არეები ფართოა, ნეკნის ხრტილები მსხვილი და რბილია; დაავადება საკმაოდ იშვიათად გვხვდება. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი

Read More

ანაფილაქსიური შოკი

ანაფილაქსიური შოკი არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე  1. ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონიდან: ანაფილაქსიური შოკი – ალერგიული ხასიათის მწვავედ მიმდინარე მდგომარეობა, რომელიც უვითარდება წინასწარ სენსიბილიზებულ პირებს სხვადასხვა მედიკამენტების, შრატის, სადიაგნოსტიკო პროცედურებისათვის საჭირო პრეპარატების განმეორებით შეყვანის შემთხვევაში. ორგანიზმის რეაქციას საფუძვლად უდევს მასში დიდი რაოდენობით ნივთიერებების გამოთავისუფლება, რომლებიც იწვევენ სისხლძარღვების სწრაფ გაფართოებას, კაპილარების კედლების განვლადობის გაზრდას, რაც

Read More