Tag Archives: უმცირესობა

სიმპტომატური ფსიქოზები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სიმპტომატური ფსიქოზები – (simptomatikos შემთხვევითი, უნებლიე; სინ.: ეგზოგენური ფსიქოზები) სიძიმისა და სიღრმის მიხედვით განსხვავებული ფსიქიკური აშლილობები, რომლებიც წარმოიქმნება სომატური (ინფექციური და არაინფექციური) დაავადებების და ინტოქსიკაციების დროს. სიმპტომატური ფსიქოზები წარმოადგენს ძირითადი დაავადების ერთ  –  ერთ გამოვლინებას და (ან ) შედეგს. განასხვავებენ მის მწვავე და გახანგრძლივებულ ფორმებს. მწვავე სიმპტომატური

Read More

სიკარის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სიკარის სინდრომი – (R. Sicard, ფრანგი ნევროპათოლოგი)ენა-ხახის ნერვის ნევრალგია. სინდრომი ხასიათდება უეცარი, შეტევითი, მწვავე, გამჭოლი ტკივილით რბილი სასის და ხახის ცალ მხარეზე, რომელიც შესაძლოა ირადირებდეს თვალში, ქვედა ყბის კუთხეში და კისრის შესაბამის ნახევარში. შეტევის დროს ჩნდება ყელში სიმშრალის შეგრძნება. შეტევები წარმოიქმნება მაგარი, ცხელი ან ცივი საკვების მიღებისას,

Read More