Tag Archives: უსიმპტომოდ

ქონდრომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქონდრომა – კეთილთვისებიანი სიმსივნე, განვითარებული  ხრტილოვანი ქსოვილიდან, რომელიც აზიანებს ძირითადად მტევნებისა და ტერფების გრძელ ძვლებს. განასხვავებენ 2 ფორმას: ენქონდრომები, რომელიც ვითარდება ძვლის სიღრმეში, და ეკქონდრომები, რომლებიც წარმოიქმნებიან ძვლის ზედაპირული შრიდან და იზრდებიან ეგზოფიტურად, გარემომცველი რბილი ქსოვილების მხარეზე. ხშირად მიმდინარეობენ უსიმპტომოდ; ვლინდებიან მხოლოდ ძვლების დეფორმაციითა და პათოლოგიური მოტეხილობებით;

Read More

ქოლედოქოლითიაზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქოლედოქოლითიაზი – კენჭების არსებობა საერთო სანაღვლე სადინარში; წარმოადგენს ნაღვლკენჭოვანი დაავადბების ერთ – ერთ ხშირ გართულებას. შესაძლოა მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ, თუკი კენჭი არ ეწინააღმდეგება ნაღვლის დინებას, ან იწვევს მექანიკურ სიყვითლეს. დიაგნოზი დგინდება ულტრაბგერითი რენტგენოლოგიური გამოკვლევით, კომპიუტერული ტომოგრაფიით. მკურნალობა – ქირურგიულია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა

Read More