Tag Archives: უხეში

ლიმბური ენცეფალიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლიმბური ენცეფალიტი – პარანეოპლასტიკური გენეზის კლინიკური სინდრომი. ხასიათდება ლიმბური სტრუქტურების შერჩევითი ანთებითი დაზიანებით. ვლინდება პიროვნებისა და ემოციური რეაქციების პროგრესირებადი ცვლილებებით, მეხსიერების უხეში დარღვევით, ზოგჯერ აგზნებით, ჰალუცინაციებით, ეპილეფსიური შეტევებით, ანთებითი ცვლილებებით თავზურგტვინის სითხეში. ხშირია ფილტვის კიბოს დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები

Read More

ისტეროიდი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ისტეროიდი – ავადმყოფური მდგომარეობა, რომელშიც შედის დარღვევები, რომლებიც მოგვაგონებენ ისტერიულ დარღვევებს ან ისტერიულ ქცევებს, მაგრამ წარმოიქმნებიან არა ისტერიის ჩარჩოებში, არამედ ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაავადების დროს. ხშირად ისტეროიდი ვითარდება თავის ტვინის საკმაოდ მსუბუქი დაზიანებისას (მაგ. ქალა – ტვინის მსუბუქი დაზიანების შემდეგ), მიმდინარეობს უხეში ინტელექტუალური დარღვევების გარეშე. გაფრთხილება!

Read More