Tag Archives: უჯრედებად

სპერმატიდები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპერმატიდები – (spermatidia ბერძნ. sperma  –  თესლი და eidos  –  მსგავსი) განვითარებადი მამრობითი სასქესო  უჯრედები, რომლებიც წარმოიქმნებიან პრესპერმატიდებისაგან მომწიფების შედეგად. ჩამოყალიბების პერიოდის გავლის შემდგე სპერმატიდები შემდგომი გაყოფის გარეშე გადაიქცევა მომწიფებულ მამრობით სასქესო უჯრედებად  –  სპერმატოზოიდებად. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More

სომატური უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სომატური უჯრედები – (somatocyti ბერძნ. soma, somatos  –  სხეული) ორგანიზმის ყველა უჯრედი, სასქესო  უჯრედების გარდა . სომატურ უჯრედებად მიჩნეულია ბლასტომერები, ემბრიონული ჩანასახების  უჯრედები (სასქესო  უჯრედების გარდა) და ქსოვილოვანი  უჯრედები. ისინი განსხვავდებიან დიფერენცირების დონითა და მიმართულებით. ნორმალურ პირობებში ყველა სომატური უჯრედი შეიცავს ქრომოსომების დიპლოიდურ ან პოლიპლოიდურ ნაკრებს, განსხვავებით

Read More