Tag Archives: უჯრედებით

შულცის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შულცის დაავადება – სინდრომი, ანუ მონაცრისფრო ანგინა  –  ინფექციური მონონუკლეოზი, აღინიშნება ანგინა, ფებრილიტეტი, ლიმფური კვანძების სისტემური გადიდება, ელენთის გადიდება, ლეიკოციტოზი ლიმფოციტოზით, პლაზმოციტური უჯრედებით. დადებითია პაულ – ბრუნელის რეაქცია (იხ.), ეტიოლოგიას უკავშირებენ ვირუსს. სინონიმები: პფეიფერის სინდრომი, ტურკის ლიმფოციტოზი, ფილატოვის დაავადება[“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები

Read More

ყნოსვის ორგანოს საყრდენი ეპითელიოციტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყნოსვის ორგანოს საყრდენი ეპითელიოციტი – (epithe­liocytus sustentans organi olfactus ,thsy. epi – ზევით, thele – დვრილი, cytos – უჯრედი) – ყნოსვის მრავალრიგიანი ეპითელიუმის უჯრედები, იზოლირებული არიან ერთმანეთისაგან რეცეპტორული (ნეიროსენ­სორული) უჯრედებით. მეტაბოლიზმის მაღალი დონის უნარის მქონე უჯრედები. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More

ფოლიკულის შიგნითა გარსი (სისხლძარღვოვანი შრე)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფოლიკულის შიგნითა გარსი (სისხლძარღვოვანი შრე) – (theca interna ბერძნ.theca  –  გარსი და ლათ.internus  –  შიგნითა) საკვერცხის მწიფე ფოლიკულის შემაერთებელქსოვილოვანი გარსის შიგნითა შრე, შედგება სისხლძარღვებითა და ინტერსტიციული  უჯრედებით (ინტერსტიციული ენდოკრინოციტები  –  თეკოციტები) მდი­დარი ფაშარი ბოჭკოვანი ქსოვილით. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More

ფარისებრახლო ჯირკვალი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფარისებრახლო ჯირკვალი – (glandula parathyroidea)   ენდოკ­რინული ჯირკვალი, გამოიმუშავებს პარათიროიდულ ჰორმონს, არეგულირებს კალციუმის ცვლას. პარენქიმა წარმოდგენილია ეპითელური  უჯრედებით, პარათიროციტების ჭიმებით ან გროვებით, რომ­ლებიც მრავალრიცხოვანი სისხლის კაპილარების შემცველი თხელი ფაშარი ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილის ჩამონაფენებით არის გამოყოფილი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) 2. 

Read More

სეროზული ნახევარმთვარე

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სეროზული ნახევარმთვარე – (semiluna serosa. ლათ. semi  –  ნახევარი) სანერწყვე ჯირკვლების ტერმინალური ნაწილის შერეული ჯირკვლების დამახასიათებელი სტრუქტურა, წარმოდგენილი სეროზული  უჯრედებით  –  გლანდულოციტებით (სეროციტი  –  serocytus), რომლებიც ნახევარმთვარისებრ გარს ევლება ლორწოვან უჯრედებს  –  გლანდულოციტებს (მუკოციტი  –  mucocytus) (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More