Tag Archives: უჯრედებით

ფოლიკულის შიგნითა გარსი (სისხლძარღვოვანი შრე)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფოლიკულის შიგნითა გარსი (სისხლძარღვოვანი შრე) – (theca interna ბერძნ.theca  –  გარსი და ლათ.internus  –  შიგნითა) საკვერცხის მწიფე ფოლიკულის შემაერთებელქსოვილოვანი გარსის შიგნითა შრე, შედგება სისხლძარღვებითა და ინტერსტიციული  უჯრედებით (ინტერსტიციული ენდოკრინოციტები  –  თეკოციტები) მდი­დარი ფაშარი ბოჭკოვანი ქსოვილით. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More

ფარისებრახლო ჯირკვალი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფარისებრახლო ჯირკვალი – (glandula parathyroidea)   ენდოკ­რინული ჯირკვალი, გამოიმუშავებს პარათიროიდულ ჰორმონს, არეგულირებს კალციუმის ცვლას. პარენქიმა წარმოდგენილია ეპითელური  უჯრედებით, პარათიროციტების ჭიმებით ან გროვებით, რომ­ლებიც მრავალრიცხოვანი სისხლის კაპილარების შემცველი თხელი ფაშარი ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილის ჩამონაფენებით არის გამოყოფილი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) 2. 

Read More