Tag Archives: უჯრედთა

სხივური გვირგვინი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სხივური გვირგვინი – (corona radiata)  ოოციტის გარსშემომხვევი, გამჭვირვალე ზონის გამჭოლი და მის ციტოლემასთან მიმდებარე ფოლიკულურ უჯრედთა მორჩების ერთობლიობა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სტრეპტოკოკები

სტრეპტოკოკები – 1. გრამდადებითი ბაქტერიები. შეუძლიათ შაქრებისა და სპირტების დუღილის გამოწვევა. ზოგიერთ პათოლოგიურ სტრეპტოკოკს შეუძლია სისხლის ერითროციტების დაშლა. სხვები იწვევენ ანგინას, წითელ ქარს, პნევმონიას, სეფსისს, დაჩირქებას და ა. შ. 2.  სფეროსებრი უმოძრაო ბაქტერები. გამრავლებისას წარმოქმნიან უჯრედთა ჯაჭვს;  პათოგენური სტრეპტოკოკები იწვევენ სტრეპტოკოკურ ინფექციას. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი