Tag Archives: უჯრედის

გენოტიპი

გენოტიპი – (genotypus ბერძნ.genos – დაბადება) უჯრედის ყველა მემკვიდრეობითი ფაქტორის ერთობლიობა, რომლებიც დაკავშირებული არიან როგორც ბირთვ­თან (იხ. გენომი), ისე ციტოპლაზმასთან (იხ. პლაზმოგენები). გენოტიპი ქმნის ორგანიზმის მემკვიდრეობით საფუძველს, რომელიც წინაპართა ფორმების განვითარების შედეგთა თავისებური „ანაბეჭდია“. (იხ.გენები, უჯრედის მემკვიდრულობა, მემკვიდრეობითი ინფორმაციის კოდი). ტერმინი „გენოტიპი“ პირველად იხმარა (1909) იოჰანსენმა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი

Read More

ჰისტოგენეზური რეკაპიტულაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰისტოგენეზური რეკაპიტულაცია – (recapitulatio histogenetica) ემბრიონული ჰისტოგენეზის პროცესში ფილოჰისტოგენეზის ძირითადი ნიშნების რეკაპიტულაცია. არჩევენ ჰისტოგენეზურ რეკაპიტულაციის შემდეგ ტიპებს: 1. ორგანოს მიერ ონტოგენეზში წინაპართა შესაბამისი ორგანოს ქსოვილოვანი შემადგენლობის გამეორებას; 2. ჰისტოგენეზის პროცესში ამა თუ იმ ქსოვილის თავისებურებათა ან ფილოჰისტოგენეზის ეტაპების განმეორებას; 3. უჯრედის დიფერენცირების დროს ფილოჰისტოგენეზში ამ ტიპის უჯრედთა

Read More

ჰისტოგენეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰისტოგენეზი – (histogenesis ბერძნ. histos  –  ქსოვილი და genesis  –  განვითარება)  –  ქსოვილის განვითარება ემბრიონული საწყისების უჯრედული მასალისაგან. ჰისტოგენეზს ახასიათებს უჯრედის სპეციალიზაციასთან დაკავშირებული უჯრედოვანი დიფერენცირების გაძლიერება. ამას თან სდევს ბირთვულ – ციტოპლაზმური დამოკიდებულების გადახრა ბირთვის ზომასთან შედარებით ციტოპლაზმის ზომის მკვეთრი მატებისკენ, რაც სულ უფრო შესამჩნევი ხდება. ყოველგვარი

Read More

წამწამი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წამწამი – (cilium microcilium ლათ. cilium – წამწამი) უჯრედის სპეციალური სტრუქტურები დამახასიათებელი ულტრამიკროსკოპული აგებულებით – 9 მიკრომილაკის ჯგუფით – პერიფერიაზე და ერთი ჯგუფით – ცენტრში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და

Read More

ციტოქიმია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოქიმია – (cytochemia ბერძნ.cytos – უჯრედი და chemia – ქიმია) – ციტოლოგიის მიმართულება, რომლის ამოცანაა უჯრედში სხვადასხვა ნივთიერების ლოკალიზაციისა და უჯრედის განვითარების, ზრდისა და ფუნქციონირების პროცესში მათი ცვლილებების შესწავლა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო

Read More