Tag Archives: უჯრედის

ადაპტაცია

ლალი დათეშიძე ადაპტაცია – (ლათ.adaptatio – შეგუება) ორგანიზმის შეგუება მისი არსებობის კონკრეტულ პირობებთან. არჩევენ ორგანიზმის ფუნქციურ და ფილოგენეზურ ადაპტაციას. ფუნქციური ადაპტაცია გამოხატულია განვი­თარებად ორგანიზმებში სტრუქტურისა და ფუნქციის მჭიდრო ურთიერთ­კავშირით. უჯრედთა ფუნქციური ადაპტაცია ჰისტოგენეზის ერთ – ერ­თი კანონზიმიერებაა. ფუნქციური ადაპტაციის გამოვ­ლინების ფორმად ჰის­ტოგენეზში შესაძლებელია იყოს უჯრედული დიფერენცირების ასინ­ქრონიზმი, უჯრედის კვდომა „ფიზიოლოგიური დეგენერაციის“ დროს და სხვ. ფილოგენეზური

Read More

აგზნება

აგზნება – 1. უჯრედის (ქსოვილის) გადასვლის პროცესი მშვიდი მდგომარეობიდან მოქმედ მდგომარეობაში გარკვეული ზემოქმედების (სიგნალის) გავლენით; 2. ფსიქიატრიაში – ფსიქოპათოლოგიური მდგომარეობების საერთო სახელწოდება, რომლისთვისაც დამახასიათებელია ფსიქიკური და მოძრაობითი აქტივობის გამოხატული გაძლიერება.