Tag Archives: ფაზას

უიპლის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უიპლის დაავადება – იშვიათი დაავადება, რომელიც ხასიათდება ლიპიდური ცვლის დარღვევით, ლიპიდურ – პოლისაქარიდული კომპლექსების დაგროვებით და ანთებითი რეაქციებით სხვადასხვა ორგანოებში. გამომწვევია ჩხირისებრი ბაქტერია. დაავადების მიმდინარეობაში გამოყოფენ 3 ფაზას. თავდაპირველად ვლინდება სისუსტით, ართრალგიებით, ანემიით. მეორე ფაზა ხასიათდება ტკივლებით მუცელში, დიარეით, სტეატორეით, ცხელებით, სხეულის მასის დაქვეითებით, ლიმფოადენოპათიით, კანის პიგმენტაციით,

Read More

დეჰიდროგენიზაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დეჰიდროგენიზაცია – (hydrogenium წყალბადი; დე – + ლათ. hydrogenium წყალბადი; სინ. დეჰიდრირება) ორგანული ნაერთებიდან წყალბადის წართმევის ქიმიური რეაქცია; წარმოადგენს ბიოლოგიური დაჟანგვის პროცესის ერთ – ერთ ფაზას, რომელიც მიმდინარეობს ორგანიზმში დეჰიდროგენაზების მონაწილეობით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

გენიტალური ფაზა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გენიტალური ფაზა – (ლათ. genitalis სასქესო) ფსიქოანალიზური ტერმინი, რომელიც აღნიშნავს ლიბიდოს ფორმირების ბოლო ფაზას, რომელშიც სექსუალური სიამოვნების მიღება დაკავშირებულია გენიტალიებთან. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

გასტრულაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გასტრულაცია – (gastrulatio ბერძნ.gaster – კუჭი) ემბრიოგენეზის პერიოდია, რომელიც დაყოფის მომდევნოა და რომლის დროსაც ბლას­ტულიდან წარმოიქმნება გასტრულა. მიმდინარეობს ჩანასახის განვითა­რების მეორე, მესამე კვირას გასტრულის – (gastrulata) წარმოქმნით. ნაწ­ლავღრუიანებსა და ღრუბელებში იგი ორშრიანია, ხოლო მათზე მაღალ საფეხურზე მდგომ ორგანიზმებში სამი ჩანასახოვანი ფურცლის – ექტოდერმის, მეზოდერმისა და ენდოდერმისაგან შედგება.

Read More