Tag Archives: ფაქტორები

ვაზოაქტიური

განმარტებითი ლექსიკონი ვაზოაქტიური – სისხლძარღვების, განსაკუთრებით არტერიების, სანათურის ტონუსზე და დიამეტრზე მოქმედი.ვაზოაქტიურს მიეკუთვნებიან ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ემოციური აგზნება, არტერიული წნევა, ნახშირორჟანგის შევცველობა ჰაერში და გარემოს ტერპერატურა.ზოგირთი მათგანი ზეგავლენას ახდენს უშუალოდ სისხლძარღვებზე, სხვები კი თავდაპირველად მოქმედებენ თავის ტვინის ვაზომოტორულ ცენტრზე და შემდეგ იქედან ინფორმაცია გადაეცემა სისხლძარღვებს.

ჰიპოაგამაგლობულინემია იდიოპათიკური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოაგამაგლობულინემია იდიოპათიკური – (hypogammaglobulinaemia idiopathica; სინ. ჰიპოგამაგლობულინემიის ბარანდუნის ტიპი) დაავადება, რომელიც ხასიათდება სისხლის შრატში გამა – გლობულინების კონცენტრაციის შემცირებით; ვლინდება ფილტვებისა და კანის ქრონიკული დაზიანებით, ჰეპატო –  და სპლენომეგალიით, ივარაუდება, რომ მის განვითარებაში წამყვან როლს ასრულებენ გენეტიკური ფაქტორები. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა

Read More

გაზაფხულის კატარი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გაზაფხულის კატარი – თვალის კაკლისა და ქუთუთოების კონიუნქტივის ქრონიკული ანთება, რომელიც მწვავდება გაზაფხულ – ზაფხულის პერიოდში. დაავადების წარმოშობაში ძირითად როლს ასრულებენ ალერგიული ფაქტორები, ენდოკრინული დარღვევები და ულტრაიისფერი რადიაცია. სიმპტომები, მიმდინარეობა. სინათლის შიში, ცრემლდენა, თვალების ქავილი. განასხვავებენ კონიუნქტივურ, რქოვანას და შერეულ ფორმებს. კონიუნქტივური ფორმის დროს ზედა ქუთუთოს ხრტილის

Read More

ანტიმუტაგენები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანტიმუტაგენები – ქიმიური და ფიზიკური ფაქტორები, რომლებიც ამცირებენ ორგანიზმის მემკვიდრულ ცვლილებებს – მუტაციებს, მაგ. სულფჰიდრილური ნაერთები. გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა

აბიოტური ფაქტორები

აბიოტური ფაქტორები – ორგანიზმზე მოქმედი არაორგანული გარემოს ფაქტორთა ერთობლიობა. ძირითადად განასხვავებენ ქიმიურ, ფიზიკურ ანუ კლიმატურ აბიოტურ ფაქტორებს.