Tag Archives: ფენომენი

ჩამავალი მზის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩამავალი მზის სინდრომი – თვალის კაკლების რეფლექტორული განზიდვა ქვევით, რის შედეგადაც თვალის ნაპრალიდან ჩანს მხოლოდ სკლერა და ფერადი გარსის მხოლოდ უმნიშვნელო სეგმენტი. აღინიშნება ქალაშიდა ჰიპერტენზიის, იშვიათად   –   ექსტრაპირამიდული დაავადებების დროს. ადრეული ასაკის ბავშვებში განიხილება როგორც ნორმალური ფენომენი (განსაკუთრებით სიცოცხლის პირველ 4 კვირას). გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More

შტრიუმპელის ფენომენი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შტრიუმპელის ფენომენი – პათოლოგიური სინკინეზია, რომელიც აღინიშნება ცენტრალური ჰემიპარეზის დროს: ტერფის უნებლიე ზურგისმიერი მოხრა ავადმყოფის მცდელობისას მოხაროს პარეზული კიდური მუხლისა და მენჯ – ბარძაყის სახსარში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

შარპანტიეს ფენომენი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შარპანტიეს ფენომენი – (Charpentier,  ფრან.  ოფთალმოლოგი) აჟიტირებული დეპრესიის გაძლიერება ავადმყოფის გარემოს შეცვლისას; აღინიშნება ენდოგენური დეპრესიის, ინვოლუციური მენალქოლიის, სისხლძარღვოვანი და სენილური ფსიქოზების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფრედერიკის ფენომენი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფრედერიკის ფენომენი  – (L.  Fredericq)წინაგულების ციმციმის შერწყმა სრულ ატრიოვენტრიკულურ  ბლოკადასთან; კლინიკურად ვლინდება მხოლოდ ძალიან იშვიათი რიტმული პულსით და დგინდება ელექტროკარდიოგრაფიის მონაცემების საფუძველზე. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფენომენი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფენომენი – phaenomenum მოვლენა, სიმპტომი, ნიშანი. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა