Tag Archives: ფერმენტის

ცერულოპლაზმინი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცერულოპლაზმინი – სისხლის პლაზმის მეტალოპროტეიდი, რომელიც მიეკუთვნება ალფა – გლობულინებს, შეიცავს სპილენძს და გაჩნია დამჟანგავი ფერმენტის თვისებები; სისხლის პლაზმაში ცერულოპლაზმინის შემცველობის დაქვეითება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰეპატოცერებრული დისტროფიის პათოგენეზში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სომატოტროპული ჰორმონი

სომატოტროპული ჰორმონი – (ბერძ. Soma, soma[tos] სხეული + tropos მიმართულება; სინ.: სომატოტროპინი, ზრდის ჰორმონი)ჰიპოფიზის წინა წილის ჰორმონი, რომელიც მონაწილეობს ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმში მიმდინარე ყველა სახის ნივთიერებათა ცვლის  რეგულაციაში; ჰორმონის ანაბოლურ ზეგავლენას ახდენს ცილოვან ცვლაზე, ასტიმულირებს ჩონჩხისა და სხეულის ზომების ზრდას. სომატოტროპული ჰორმონი იწვევს ცილის სინთეზის გაზრდას ყველა ქსოვილსა და ორგანოში, მისი ზეგავლენით ძლიერდება დნმ

Read More

კოფერმენტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კოფერმენტი – ორგანული ნაერთი, ფერმენტის აქტივობის განმაპირობებელი; ჩვეულებრივ შედის ფერმენტის შემადგენლობაში და მის ცილოვან ნაწილთან წარმოქმნის ადვილადდისოცირებად კომპლექსს; კოფერმენტი წარმოადგენს ვიტამინების წარმოებულს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ენზიმოპათია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ენზიმოპათია – (ფერმენტოპათია) დაავადება, რომელიც ვითარდება რაიმე ფერმენტის არ არსებობით ან მისი აქტივობის დარღვევით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ამილაზა

ამილაზა – ფერმენტი, რომელიც აკატალიზებს სახამებლის, გლიკოგენისა და მონათესავე პოლი და ოლიგო – საქარიდების ჰიდროლიზურ რეაქციებს. სისხლსა და შარდში ამილაზას მომატებული შემცველობის (აქტიურობის) განსაზღვრა გამოიყენება პანკრეატიტის სადიაგნოსტიკოდ, რომლის დროსაც ხდება კუჭქვეშა ჯირკვლის დაშლა და სისხლში ფერმენტის გამოყოფა. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი