Tag Archives: ფერმენტის

ცერულოპლაზმინი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცერულოპლაზმინი – სისხლის პლაზმის მეტალოპროტეიდი, რომელიც მიეკუთვნება ალფა – გლობულინებს, შეიცავს სპილენძს და გაჩნია დამჟანგავი ფერმენტის თვისებები; სისხლის პლაზმაში ცერულოპლაზმინის შემცველობის დაქვეითება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰეპატოცერებრული დისტროფიის პათოგენეზში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სომატოტროპული ჰორმონი

სომატოტროპული ჰორმონი – (ბერძ. Soma, soma[tos] სხეული + tropos მიმართულება; სინ.: სომატოტროპინი, ზრდის ჰორმონი)ჰიპოფიზის წინა წილის ჰორმონი, რომელიც მონაწილეობს ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმში მიმდინარე ყველა სახის ნივთიერებათა ცვლის  რეგულაციაში; ჰორმონის ანაბოლურ ზეგავლენას ახდენს ცილოვან ცვლაზე, ასტიმულირებს ჩონჩხისა და სხეულის ზომების ზრდას. სომატოტროპული ჰორმონი იწვევს ცილის სინთეზის გაზრდას ყველა ქსოვილსა და ორგანოში, მისი ზეგავლენით ძლიერდება დნმ

Read More