Tag Archives: ფირფიტა

ტრაქეისლორწოვანი გარსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრაქეისლორწოვანი გარსი – (tunica mucosa)   ამოფენილია მრავალრიგოვანი პრიზმული წამწამოვანი ეპითელიუმით, ტრაქეის ლორწოვანი გარსის საკუთარი ფირფიტა მდიდარია ელასტიკური ბოჭ­კოებით. კუნთოვანი ფირფიტა წყვეტილია. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

საფარი მემბრანა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საფარი მემბრანა – (membrana tectoria)  სმენის ორგანოს  –  სპირალური (კორტის) ორგანოს რეცეპტორული აპარატის ზევით მდე­ბარე საფარი ფირფიტა, კოლაგენური ბოჭკოებისა და მწებავი ნივთიერე­ბისაგან აგებული ფირფიტა, რომელიც იწყება სპირალური ლიმბის ეპი­თე­ლიუმიდან და ფარავს სპირალური ორგანოს სენსორული  უჯრედების მწვერვალებს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More