Tag Archives: ფსიქოპათოლოგიური

კონფაბულოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კონფაბულოზი – ფსიქოპათოლოგიური სინდრომი კონფაბულაციების მოზღვავების სახით, რომლებიც წარმოიქმნება ერთი თანამიმდევრობით განვითარებული მოთხრობით ან რამდენიმე ცალკეული მოთხრობით დამთავრებული სიუჟეტით; შესაძლოა იყოს მწვავე და ქრონიკული. აღინიშნება ინფექციური ფსიქოზების დროს, ასევე პარტახტიანი ტიფის, მუცლის ტიფის, მალარიის, რიკეტსიოზის დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები

Read More

კაპგრას სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კაპგრას სინდრომი – ფსიქოპათოლოგიური დარღვევა, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: ფსიქიკურად დაავადებული უცნობ პირებს აღიქვამს როგორც ნაცნობებს, ან პირიქით, ნაცნობებს აღიქვამს უცნობ ადამიანებად, რომელთაც მიიღეს მათი სახე (ნაცნობების) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

დატვირთულობა (ფსიქიატრიაში)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დატვირთულობა (ფსიქიატრიაში) – მდგომარეობა, განპირობებული ფსიქოპათოლოგიური დარღვევების სიუხვით, რის გამოც ავადმყოფი შთანთქმულია მათში და არ რეაგირებს გარემოზე. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

გონების დაბინდვა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გონების დაბინდვა – ფსიქოპათოლოგიური პროცესი, საგნობრივი შემეცნებისა და თვითშემეცნების დარღვევები, რომლისთვისაც დამახასიათებელია: 1. გარემოს აღქმის გაძნელება; 2. ორიენტაციის დაკარგვა დროში და სივრცეში; 3. ასოციაციური აზროვნების შეუძლებლობა; 4. მეხსიერებიდან გონების დაბინდვის პერიოდის სრული ან ნაწილობრივი ამოვარდნა. გონების დაკარგვის სტრუქტურისა და განცდების ხასიათის მიხედვით გამოყოფენ სხვადასხვა კლინიკურ ვარიანტებს. გაბრუების

Read More

გარდამავალი სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გარდამავალი სინდრომი – (სინ.: ვიკის გარდამავალი, შუალედური სინდრომი) ფსიქოპათოლოგიური სინდრომების საერთო დასახელება (აფექტური, ბოდვითი და სხვ.), რომელიც ვითარდება ორგანული ფსიქოზის განვითარებისას, ცნობიერების დაბინდვამდე, ან მის შემდეგ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა