ფსიქოსომატიკა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსიქოსომატიკა – (ფსიქოლოგია) (ფსიქოსომატური დაავადებები)სამედიცინო ფსიქოლოგიის მიმართულება, რომელიც შეისწავლის ფსიქოლოგიური ფაქტორების გავლენას რიგი სომატური დაავადებების წარმოშობაში (ბრონქული ასთმა, ჰიპერტონული დაავადება, 12 – გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, წყლულოვანი კოლიტი, ნეიროდერმიტი, არასპეციფიური ქრონიკული პოლიართრიტი). ფსიქოლოგიური ფაქტორები გარკვეულ როლს თამაშობენ სხვა დაავადებების განვითარებაშიც: შაკიკი, ენდოკრინული დარღვევები, ავთვისებიანი წარმონაქმნები და სხვ.