სინციტიური ტროფობლასტი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სინციტიური ტროფობლასტი – (syncytiotrophoblastus, syntrophoblastus) ადამიანის ჩანასახის ტროფობლასტის გარეთა სიმპლასტური ნაწილი, რომელიც იმპლანტაციის პროცესში წარმოიქმნება და მკვეთრად გამოხატული ჰიდროლიზური და ინვაზიური თვისებების გამო უზრუნველყოფს იმპლანტაციას. იმპლანტაციის პროცესში ბლასტოციტის პირველადი ტროფობლასტი (ციტოტროფობლასტი – cytotrophoblastus) ლორწოვან გარსთან შეხების ადგილას გარდაიქმნება პლაზმოდიოტროფობლასტად – ინვაზიურ პლაზმოდიუმად, ტროფობლასტს ზედაპირზე უვითარდება გამონადრეკები –