Tag Archives: ქვეითდება

სიმპათიკური ოფთალმია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სიმპათიკური ოფთალმია – (თვალის დაავ.) მძიმე ქრონიკული ირიდოციკლიტი, რომელიც ვითარდება დაუზიანებელ თვალში მეორე დაზიანებული თვალის, დუნედ მიმდინარე ტრავმული ირიდოციკლიტის დროს (გამჭოლი ჭრილობები, თვალზე ოპერაციების შემდეგ, რქოვანას პერფორირებული წყლული).  ეტიოლოგია ბოლომდე დადგენილი არ არის. სიმპტომები. დაუზიანებელი თვალის დაავადება ვლინდება ჭრილობიდან არა ნაკლებ 12 დღისა, ხშირად  – 3 –

Read More

სენილური ფსიქოზები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სენილური ფსიქოზები – წარმოიქმნება მოხუცებულობით ასაკში; მათ მიეკუთვნება მოხუცებულობითი ჭკუასუსტობა, გვიანი დეპრესიები და პარანოიდები. მოხუცებულობითი ჭკუასუსტობა ხასიათდება ფსიქიკური მოქმედების განუხრელი გაღარიბებითა და მოშლით. ფსიქიკური მოქმედების შესუსტება ხდება ფიზიოლოგიური დაბერების დროსაც, მაგრამ მოხუცებულობითი ჭკუასუსტობა  –  ეს არის ამ პროცესის არა რაოდენობრივი გაძლიერება, არამედ პათოლოგიური მოვლენა. ასეთი ავადმყოფები შეადგენენ

Read More

რეტრობულბური ნევრიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეტრობულბური ნევრიტი – (თვალის დაავ.) თვალბუდის უკან მხედველობის ნერვის ანთება ან დისტროფიული ცვლილებები. ეტიოლოგია. თვალბუდეზე ანთებითი პროცესები, მრავლობითი სკლეროზი, მეთილის სპირტით, ქინინით, პლაზმოციდით, ტყვიით, ეთილირებული ბენზინით მოწამვლა, ალკოჰოლურ – ნიკოტინური ინტოქსიკაცია. სიმპტომები. მხედველობა ქვეითდება ერთბაშად ან თანდათანობით. მწვავე მოწამვლებისას აღინიშნება სიბრმავე, სინათლეზე გუგების რეაქციების არარსებობა. ხშირად ვითარდება

Read More

ოპტოქიაზმური არაქნოიდიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოპტოქიაზმური არაქნოიდიტი – (ლათ. [nervus] opticus მხედველობის ნერვი + ბერძ. Chiasmos ჯვრისებრი განლაგება) თავის ტვინის ქსლისებრი და სისხლძარღვოვანი გარსის და ტვინის ნივთიერების განაპირა ზონების დიფუზური, ქვემწვავე ან ქრონიკული ანთებითი პროცესი, ტვინის ბაზალურ ცისტერნებში, მხედველობის ჯვარედინში და მხედველობის ნერვებში უპირატესი მორფოლოგიური ცვლილებებით. მხედველობის ჯვარედინისა და მხედველობის ნერვების დაზიანება

Read More

ნაწლავების შემოგრეხა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნაწლავების შემოგრეხა – (ქირურგ.) ნაწლავთა მწვავე გაუვალობის ერთ – ერთი სახე – განპირობებულია ჯორჯალთან ერთად ნაწლავის შემობრუნებით საკუთარი ღერძის გარშემო ან მუცლის ღრუში შეხორცებების შედეგად. სიმპტომები, მიმდინარეობა. მუცლის არეში უეცრად ვითარდება მწვავე ტკივილები. შემდგომ სწრაფადვე ვლინდება მუცლის შებერვა და ასიმეტრია, აღინიშნება აირებზე და კუჭში გასვლის არარსებობა. ავადმყოფის

Read More