ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩრდილოაზიური ტკიპისმიერი რიკეტსიოზი – (სინ.: ტკიპისმიერი პარტახტიანი ტიფი) მწვავე ინფექციური დაავადება, რომელიც ხასიათდება პირველადი აფექტის არსებობით, რეგიონალური ლიმფური კვანძების გადიდებითა და მტკივნეულობით, გავრცელებადი პოლიმორფული გამონაყრით. გამომწვევია Rickettsia sibirica; ინკუბაციური პერიოდი შეადგენს 2 – დან 7 დღემდე, ხშირად 3 – 6 დღეს. პროდრომულ პერიოდში აღინიშნება სისუსტე, დაღლილობა, გაურკვეველი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შუა ყურის მწვავე ანთება – (ყელ – ყურ – ცხვ. დაავ.) ხშირად აღენიშნებათ ბავშვებს (განსაკუთრებით ძუძუს და ადრეულ ასაკში). პათოგენური მიკროორგანიზმები დაფის აპკზე ხვდებიან მწვავე სურდოს, ადენოიდური წანაზარდების, გრიპის, წითელას, ქუნთრუშას დროს. შუა ყურის ანთების მაპროვოცირებელ ფაქტორებს მიეკუთვნება სურდო, ზოგადი ინფექციები, ორგანიზმის წინააღმდეგობის დაქვეითება. სიმპტომები და მიმდინარეობა.
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შტეინ – ლევენტალის სინდრომი – ორივე საკვერცხის გადიდება მათი კაფსულის გასქელებითა და ფოლიკულის ცისტოზური ატრეზიით. ვლინდება სქესობრივი მომწიფების პერიოდში ჰირსუტიზმით, სიმსუქნით, მენსტრუალური ციკლის დარღვევით, უნაყოფობით. სინდრომს საფუძვლად უდევს თირკმელზედა ჯირკვლების მიერ ანდროგენების ჭარბი პროდუქცია, რომლებიც გარდაიქმნებიან ესტროგენებად. ესტროგენების ჭარბი რაოდენობა ცვლილებას ახდენს ჰიპოთალამუსისა და ჰიპოფიზის ფუნქციურ მდგომარეობაზე,
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრონიკული ჩირქოვანი შუა ოტიტი – მიმდინარეობს ყურიდან ხანგრძლივი ჩირქდენით; მყარადაა შენარჩუნებული დაფის აპკის გახრეტილი არე და ქვეითდება სმენა. დაავადება ვითარდება მწვავე ჩირქოვანი ანთების შედეგად, რასაც ხელს უწყობს მიკრობთა მაღალი ვირულენტობა, ორგანიზმის რეაქტიულობის დაქვეითება, ცხვირსა და ცხვირხახაში ქორონიკული პათოლოგიური პროცესი, არარაციონალური მკურნალობა. სიმპტომები, მიმდინარეობა. სმენის დაქვეითება. ოტოსკოპიით ვლინდება
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფილტვის (სუნთქვის) უკმარისობა – ფილტვის ფუნქციის დაქვეითება მისი ვენტილაციის შემცირებით და სისხლის აირების ცვლის შემცირებით, პირველ რიგში მასში ჟანგბადის უკმარისობით. სუნთქვის უკმარისობა შეიძლება განვითარდეს როგორც ქრონიკული ფილტვისმიერი დაავადებების, ასევე სუნთქვის რეგულაციის დარღვევის (ნერვული სიტემის დაზიანება), გულმკერდის ძვალ – კუნთოვანი აპარატის დაავადებების შედეგად. სუნთქვის უკმარისობა ვითარდება ქრონიკული ბრონქიტის,