Tag Archives: ქვეყნებში

შანკროიდი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შანკროიდი – ვენერიული დაავადება, რომელსაც იწვევს ჰემოფილური ჩხირის განსაკუთრებული სახე. გვხვდება უპირატესად ცხელ ქვეყნებში. დაავადება გადაეცემა სქესობრივი გზით. დასნებოვნებიდან 3 – 14 დღის შემდეგ სასქესო ორგანოების, შორისის, უკანა ტანის მიდამოში ვითარდება ფართო წყლულები; ხშირია საზარდულის ლიმფური კვანძების ანთება და დაჩირქება. გაურთულებელ შემთხვევებში დაავადება გრძელდება 2 თვის განმავლობაში

Read More

ქრომომიკოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრომომიკოზი – დაავადება, რომელსაც იწვევს განსაკუთრებული მუქი შეფერილობის სოკოები. გვხვდება ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში; დამახასიათებელია კანის, რბილის ქსოვილების, იშვიათად შინაგანი ორგანოების დაზიანება. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ქრომობაქტერიოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრომობაქტერიოზი – ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს იისფერი პიგმენტის წარმომქმნელი ბაქტერიები. გვხვდება ტროპიკულ ქვეყნებში მიმდინარეობს სეფსისის მსგავსად. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ტროპიკული დაავადებები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტროპიკული დაავადებები – – გადამდები და არაგადამდები დაავადებების საერთო სახელწოდება, რომლებიც გავრცელებულნი არიან ტროპიკული და სუბტროპიკული კლიმატის ქვეყნებში. ინფექციური დაავადებებიდან მათ მიეკუთვნება მაგალითად, ყვითელი ცხელება, დენგე, ამებიაზი, რიგი ინვაზიები, ინფექციური და პარაზიტარული ტროპიკული დერმატოზები, ტროპიკული ვირუსული ცხელებები. ეს დაავადებები შესაძლოა შეტანილი იქნენ იმ ქვეყნებშიც, სადაც ზომიერი და

Read More

სარკოსპორიდიოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სარკოსპორიდიოზი – პარაზიტული დაავადება, რომელიც გვხვდება უპირატესად ტროპიკულ ქვეყნებში; მისი გამომწვევია სარკოსპორიდიები. მათი ცისტები აღწევენ ადამიანის ორგანიზმში თერმულად არასაკმარისად დამუშავებული საქონლის ან ღორის ხორცის მიღების შედეგად. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა