Tag Archives: ქვეყნებში

ნატურალური ყვავილი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნატურალური ყვავილი – მწვავე ვირუსული დაავადება; მიეკუთვნება საკარანტინო ინფექციებს. ხასიათდება ცხელებით, ზოგადი ინტოქსიკაციით და პუსტულოზური გამონაყრით. ყვავილი ფართოდ იყო გავრცელებული აზიისა და აფრიკის ქვეყნებში. ამჟამად ნატურალური ყვავილი ლიკვიდირებულია მთელ მსოფლიოში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

მანსონელოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მანსონელოზი – (mansonellosis) ჰელმინთოზი ფილარიატოზების ჯგუფიდან, რომელსაც იწვევს Mansonella ozzarai; მიმდინარეობს ცხელებით, კანზე ალერგიული გამონაყრით, სახსრებში ტკივილით, ეოზინოფილიით; გავრცელებულია ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, ასევე ინდოეთში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა