Tag Archives: ქიმიური

გლიკობიოლოგია

განმარტებითი ლექსიკონი გლიკობიოლოგია – ნახშირწყლების და ნახშირწყლოვანი ნაერთების (განსაკუთრებით გლიკოპროტეინების) ქიმიური, ბიოქიმიური შემადგელობის და სხვა ასპექტების შესწავლა.გლიკოპროტეინების შაქრის მოლეკულის აგებულების და  მისი როლის ზუსტი დადგენა ძალიან მნიშვნელოვანია ახალი სამკურნალო ნივთიერების შექმნისთვის (მაგალითად, ქსოვილოვანი პლაზმინოგენური აქტივატორები, იმუნურ სისტემაზე მოქმედი პრეპარატები, ანტივირუსული სამკურნალო ნივთიერებები და რევმატოიდური ართრიტის საწინააღმდეგო საშულებები).

ანჰიდრაზა

განმარტებითი ლექსიკონი ანჰიდრაზა – ფერმენტი;ქიმიური ნაერთიდან წყლის მოცილების რეაქციის კატალიზატორი.

ანტაგონისტი

განმარტებითი ლექსიკონი ანტაგონისტი – 1.კუნთი,რომელიც სხვა კუნთის (აგონისტის) საპირისპიროდ მოქმედებს.აგონისტების და ანტაგონისტების მუშაობა ადამიანს ნორმალური მოძრაობის საშუალებას აძლევს.2.სამკურნალო ან სხვა რომელიმე ნივთიერება,რომელიც  სხვა სამკურნალო ნივთიერების ან ადამიანის სხეულში სხვა რომელიმე ქიმიური პროცესის საპირისპირო მოქმედებას ავლენს.

წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურა – მკაცრად შეზღუდული ან აკრძალული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტის გაგრძელებაზე იმპორტიორი ქვეყნების ოფიციალური გადაწყვეტილებების მიღებისა და გავრცელების პროცედურა; (საქართველოს კანონი საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

წინასწარ დასაბუთებული თანხმობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წინასწარ დასაბუთებული თანხმობა – პრინციპი, რომლის თანახმად, ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მიზნით, აკრძალული ან მკაცრად შეზღუდული საშიში ქიმიური ნივთიერების გადატანა აკრძალულია იმპორტიორი ქვეყნის შესაბამისი ორგანოს, თუ ასეთი არსებობს, თანხმობის გარეშე, ან მისი გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ; (საქართველოს კანონი საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო

Read More