Tag Archives: ქირურგი

ბალენსის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბალენსის სიმპტომი – (Ch. Ballance, ინგლ. ქირურგი) პერკუტორული ხმიანობის მოყრუება მუცლის ღრუს ორივე მხარეზე; მოყრუება მარცხნივ, რომელიც არ გადანაცვლდება სხეულის მდებარეობის შეცვლისას მიუთითებს მუცლის ღრუში სისხლის შენადედების არსებობაზე, ხოლო მოყრუება მარჯვნივ, რომელიც გადანაცვლდება სხეულის მდებარეობის ცვლილებისას ნიშანია მუცლის ღრუში თხიერი სისხლის არსებობაზე; ნიშანია ელენთის გაგლეჯვისა. გაფრთხილება! ბმულები:

Read More

ბასტედოს სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბასტედოს სიმპტომი – (W. A. Bastedo, ამერ. ქირურგი) ტკივილი მარჯვენა თეძოს არეში მსხვილი ნაწლავის კათეტერით ჰაერით გაბერვის დროს; წარმოადგენს ქრონიკული აპენდიციტის ნიშანს. გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა