Tag Archives: ქოლესტერინის

ქოლესტეროზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქოლესტეროზი – (cholesterosis)პათოლოგიური პროცესი, რომელიც აღინიშნება ქოლესტერინის ცვლის დარღვევებისას. განსაკუთრებით ხშირად ვლინდება ნაღვლის ბუშტის კედლის ლიპიდური ინფილტრაციით. იშვიათად აღინიშნება ე. წ. ექსტრავეზიკულური ქოლესტეროზის გამოვლინება – ლიპიდების ჩალაგება კანში, ღვიძლგარეთა ნაღვლის სადინრის, კუჭ – ნაწლავის  კედლებში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ქოლესტეატომა

ქოლესტეატომა

ქოლესტეატომა სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნია, რომელიც ლოკალიზდება შუა ყურის მიდამოში ან ცხვირის ახლო წიაღებში. ქოლესტეატომა წარმოადგენს კერატინის, ქოლესტერინის კრისტალებისა და გარქოვანებული ეპითელიუმის  გროვას, რომელიც შემოსაზღვრულია შემაერთებელქსოვილოვანი კაფსულით. ვითარდება მეორადად შუა ყურისა და ცხვირის ახლო წიაღების ქრონიკული ჩირქოვანი ანთების ფონზე. ყველაზე ხშირად გვხვდება ოდონტოგენური ბუნების ჰაიმორის ღრუების დაზიანება. 

Read More