Tag Archives: ქრომატინის

პიკნოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პიკნოზი – (pycnosis ბერძნ.pycnosis – გამკვრივება) უჯრედის დეგენერაციის ერთ – ერთი ფორმა. ამ დროს აღინიშნება უჯრედის ბირთვის ზომის შემცირება, მისი გამკვრივება, შეჭმუხნა და ქრომატინის ჰომოგენური მასის ინტენსიური შეღებვა (ჰიპერქრომატოზი) ქრომატინის შემდგომი დაშლით წვრილ ბელტებად, რომლებიც გაიწოვებიან. ამ პროცესს საფუძვლად უდევს ბირთვის ნივთიერების კოლოიდების გამკვრივება წყლის დაკარგვასთან დაკავშირებით.

Read More

ოქსიქრომატინი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოქსიქრომატინი – (oxychromatinum ბერძნ.oxys – მჟავე და იხ.ქრომატინი) უჯრედის ბირთვში ქრომატინის ბელტები, რომლებიც იღებებიან მჟავე საღებარებით, ბაზიქრომატინისაგან განსხვავებით, რომელიც ძირითადი საღებარებით იღებება. ეს ტერმინები ეკუთვნის ჰაიდენჰაინს (1894). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს

Read More