Tag Archives: ქრომოსომა

ტეტრასომიკები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტეტრასომიკები – (tetrasomici ბერძნ.tetra  –  ოთხი და soma, somatos  –  სხეული)  –  ანეუპლოიდური  უჯრედები, რომელთა ქრო­მოსომულ ნაკრებებში დიპლოიდური რიცხვის გარდა არის კიდევ თითო წყვილი ჰომოლოგიური ქრომოსომა. ასეთი  უჯრედების ბირთვების ქრომოსომული შემადგენლობა აღინიშნება 2n+2 – ით. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More

ტერნერის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტერნერის სინდრომი – საკვერცხეებისა და შიგნითა სასქესო ორგანოების მკვეთრი ჰიპოპლაზია ზოგჯერ კლიტორის ჰიპერტროფიით. ეს სინდრომი გვხვდება, როდესაც ინდივიდს აქვს ერთი სასქესო X ქრომოსომა. ამავე დროს, სომატური  უჯრედების უმეტესობაში ქრომოსომების საერთო რიცხვი შემცირებულია 45 – მდე. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More