Tag Archives: ქსოვილოვან

მალიგნიზებელი უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მალიგნიზებელი უჯრედები – (cellulae malignae ლათ. malignus – ავი, ავთვისებიანი)  სიმსივნური უჯრედები, რომლებსაც ახასიათებს ზრდის ავტონომიურობა, პროგრესული დიფერენცირების უნარის დაკარგვა, ბირთვულ – ციტოპლაზმური და ბირთვაკ – ბირთვული ფარ­დობის მდგრადი მატება, მიტოზური და ამიტოზური აქტივობის ზრდა და უჯრედთა ქსოვილოვან სპეციფიკასთან დაკავშირებული სხვა თვისებები. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის,

Read More

კამბიური უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კამბიური უჯრედები – (cellulae cambiales ლათ.cambium  –  შეცვლა, განახლება)  განვითარების დიდი პოტენციის მქონე მცირედ დიფერენცირებული უჯრედები, რომლებითაც უჯრედის აგებულების ქსოვილოვან ეტაპზე სპეციალიზებული უჯრედების დაღუპვის ხარჯზე ხდება ქსოვილთა უჯრედული შემადგენლობის განახლება ფიზიოლოგიური და რეპარაციული რეგენერაციის პირობებში. მათ ახასია­თებს ცხოველმყოფელობის ვეგეტატიური მხარე (გამრავლება, ზრდა) და მუდმივ ყოფნა მიტოზურ ციკლში.

Read More