Tag Archives: ქსოვი

სინციტიუმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სინციტიუმი – (ბერძ. Syn –  ერთად + kytos სათავსი, აქ – უჯრედი)ზოგიერთი ქსოვილის მორჩისებრი უჯრედების სივრცითი მდებარეობა მარყუჟისებრი ქსელის სახით, რომელიც წარმოქმნილია მეზობელი უჯრედების მორჩების დაკავშირებით. განვითარებად ორგანიზმში ტიპიური სინციტიალური აგებულება აქვს მეზენქიმას, ხოლო მოზრდილ ორგანიზმში – რეტიკულურ ქსოვილს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები

Read More

სინდესმოქორიული პლაცენტა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სინდესმოქორიული პლაცენტა – (placenta syndesmochochorialis ბერძნ.desmos  –  კავშირი, დაკავშირება, აქ შემაერთებელი ქსოვილი)  იგი ნახევარპლაცენტაა. ქორიონი შლის საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ეპითელიუმს და უშუალოდ ეხება საშვილოსნოს გაშიშვლებულ პერივასკულურ (პერიკაპილარულ) შემაერთებელ ქსოვილს, ქორიონი დედის სისხლისგან გამოყოფილია შემაერთებელქსოვილოვანი შრითა და სისხლძარღვების ენდოთელიუმით (იგი აქვთ მცოხნავ ცხოველებს). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის,

Read More

ნეიროგლია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნეიროგლია – (ნეირო… და glia  –  წებო), გლია, ერთობლიობა უჯრედებისა, რომლებიც ნეირონებთან ერთად შეადგენენ ნერვულ ქსოვილს. ნეიროგლიის უჯრედებით (ნეიროგლიოციტებით ანუ გლიოციტებით) ტვინში ამოვსებულია შუალედები ნეირონებსა და სისხლის კაპილარებს შორის. მათი რაოდენობა ტვინის უჯრედების საერთო რაოდენობის დაახლ. 40% – ს შეადგენს (ე. ი. დაახლ. 140 მლრდ.). ნეიროგლიის უჯრედები

Read More

განვითარების მექანიკა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი განვითარებისმექანიკა – ექსპერიმენტული მეთოდის მეშვეობით სწავლობს ორგანიზმის ინდივიდუალური განვითარების პროცესში ემბრიონული ნერგების გადაადგილებისა და ცვლილებების კანონზომიერებებს. მBUHაWBა E}HთდთბBC – (migratio cellularum ლათ.migratio – გადასახლება) განვითარებადი ორგანიზმის შემადგენლობაში უჯრედების აქტიური გადაადგილება. მიგრაციის უნარი აქვს სხვადასხვა ემბრიონულ ნერგს – (გონოციტებს) და განგლიური ფირფიტის უჯრე­დებს. უჯრედთა და მათი კომპლექსების გადაადგილება

Read More

ადიპოციტი

ადიპოციტი – (ცხიმოვანი უჯრედი – ლიპოციტი / (adipocytus uniguttularis, adipocytus multiguttularis / ერთწვეთიანი და მრავალწვეთიანი / ლათ.adeps, adipis – ცხიმი) შემაერთებელი ქსოვილის უჯრედი, რომელსაც აქვს დიდი რაოდენობით სარეზერვო ცხიმის დაგროვების უნარი. ჯგუფურად განლაგებული ადიპოციტები ქმნიან ცხიმოვან ქსოვილს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)   გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური

Read More