Tag Archives: ღვიძლის

აბსცესი ამებური

აბსცესი ამებური – (abscessus amoebicus) ღვიძლის ან თავის ტვინის (იშვიათად სხვა ორგანოების) აბსცესი ამებიაზის დროს, რომელიც გამოწვეულია Entamoeba histolytica – ს ჰემატოგენური დისემინაციით ან მეზობელ ორგანოებში მისი კონტაქტური შეღწევით; ხშირად მრავლობითია.

აბრამის სინდრომი

აბრამის სინდრომი – (P. Abrami, ფრანგი ექიმი; სინ.: ვიდალ – აბრამის დაავადება, ენტერულ – ჰეპატური სინდრომი) ღვიძლის აღმავალი კოლი – ინფექცია ქრონიკული ქოლანგიტის ნიშნებით.