Tag Archives: შეადგენენ

ტვინის სიმსივნეები (თავისა და ზურგის ტვინის

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტვინის სიმსივნეები (თავისა და ზურგის ტვინის – )  –  ვითარდება მოზრდილებსა და ბავშვებში, განსაკუთრებით ხშირად 50 – 55 და 5 – 10 წლის ასაკში. 15 წელზე მეტი ასაკის ავადმყოფებში თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნეების 70% – ს შეადგენს გლიობლასტომა და ავთვისებიანი ასტროციტომა, იშვიათად დიაგნოსტირდება ეპენდიმომა, გლიომა, ოლიგოდენდროგლიომა, მედულობლასტომა.

Read More

სმენის ორგანოები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სმენის ორგანოები – ადამიანისა და ცხოველთა ორგანოები, რომლებითაც ხდება ბგერითი რხევების აღქმა და გაანალიზება. სმენის ორგანოები შეადგენენ სმენითი რეცეპტორი (ფონორეცეპტორი), ე. ი. მგრძნობიარე უჯრედი მასთან დაკავშირებული მგრძნობიარე ნერვული ტოტითურთ და არანერვული ნაწილები, რომლებიც უზრუნველყოფენ ბგერითი რხევების რეცეპტორამდე გადაცემას. სმენის ორგანოები წარმოშობით დაკავშირებული არიან წონასწორობის ორგანოებთან და უმეტესად

Read More

რეტიკულურ-ენდოთელური სისტემა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეტიკულურ-ენდოთელური სისტემა – რეს, მაკროფაგული სისტემა, მაკროფაგების, ე. ი. ისეთი უჯრედების ერთობლიობა, რომელთაც აქვთ ორგანიზმში მოხვედრილი მიკროორგანიზმების, უცხო ნაწილაკებისა და თვით დაშლილი უჯრედების შეტაცების, შთანთქმის, დაგროვებისა და მონელების, ე. ი. ფაგოციტოზის უნარი (შდრ. მიკროფაგები). რეს – ს შეადგენენ რეტიკულური ქსოვილის, ფაშარი შემაერთებელი ქსოვილისა და სისხლის უჯრედების ნაწილი

Read More

პოსტჰეპატიტური სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოსტჰეპატიტური სინდრომი – (პოსტჰეპატიტური ჰიპერბილირუბინემია, სიყვითლე პოსტჰეპატიტური) სიმპტომთკომპლექსი, რომელიც ხასიათდება ნარჩენი მსუბუქი ჰიპერბილირუბინემიით, სისხლში უპირატესად არაპირდაპირი (თავისუფალი) ბილირუბინის შემცველობის მომატებით, რაც ვლინდება ავადმყოფთა ნაწილში, რომლებმაც გადაიტანეს მწვავე (ჩვეულებრივ ვირუსული) ჰეპატიტი, ღვიძლის სხვა ფუნქციონალური და მორფოლოგიური ცვლილებების ნიშნების გარეშე. ზოგჯერ ავადმყოფებს აღენიშნებათ საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, მსუბუქი დისპეფსური

Read More

პირველადი სასქესო ნიშნები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პირველადი სასქესო ნიშნები – ადამიანისა და ცხოველთა საქესო ორგანოები, ე. ი. მდედრისა და მამრის განმასხვავებელი ორგანოები, რომლებიც უშუალოდ გამრავლების ფუნქციას ასრულებენ. პირველადი სასქესო ნიშნებს შეადგენენ გონადები (საკვერცხე, სათესლე), სასქესო გზები და გარეგანი სასქესო ორგანოები. პირველადი სასქესო ნიშნები წარმოიქმნებიან ჯერ კიდევ ემბრიონულ პერიოდში, თუმცა მათი საბოლოო ფორმირება სქესობრივი

Read More