Tag Archives: შედარებით

ცისტადენოკარცინომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცისტადენოკარცინომა – (cystadenocarcinoma; ბერძ. Kystis ბუშტუკი + ადენოკარცინომა) ავთვისებიანი სიმსივნე, ჯირკვლოვანი კიბოს ტიპის; წარმოქმნილია ცისტის ეპითელური შრისაგან; განსაკუთრებით ხშირია საკვერცხეებში, სადაც ის შესაძლოა იყოს ორმხრივი. შედარებით იშვიათად ცისტადენოკარცინომა აღინიშნება კუჭქვეშა ჯირკვალში, სანერწყვე ჯირკვლებში და სარძევე ჯირკვლებში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფონოკარდიოგრაფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფონოკარდიოგრაფია – ხმიანობის გრაფიკული რეგისტრაციის მეთოდი, რომელიც წარმოიქმნება გულის მუშაობისას; გამოიყენება გულის მანკების სადიაგნოსტიკოდ. თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკაში გამოიყენება შედარებით იშვიათად გულის დაავადებების უფრო მეტად ინფორმაციული ულტრაბგერითი მეთოდების განვითარებასთან დაკავშირებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ტოქსასკაროზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტოქსასკაროზი  – (toxascarosis; სინ.: ტოქსასკარიდოზი)ჰელმინთოზი ნემატოზების ჯგუფიდან; ხასიათდება დისპეფსიური დარღვევებითა და ალერგიული გამოვლინებებით. ადამიანებში შედარებით იშვიათად გვხვდება; დასნებოვნება ხდება დაბინძურებული წყლის და საკვების მიღებით, რომელიც შეიცავს ჰელმინთის კვერცხებს. კლინიკურად ვლინდება ეოზინოფილური ინფილტრატების გაჩენით ფილტვებში, გრანულომებით სხვადასხვა ორგანოებსა და ქსოვილებში; ასევე აღინიშნება გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცელში. დიაგნოზი დგინდება

Read More

პლომბი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პლომბი – სპეციალური ბეჭდით ჩაჭყლეტილი რბილი მასა, რომლითაც ბეჭდავენ, რომელსაც ადებენ კარს. საშუალებას იძლევა დაფიქსირდეს კარის გაღება. დღეს შედარებით იშვიათად იყენებენ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პელვიმეტრია რენტგენული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პელვიმეტრია რენტგენული – (ლათ. Pelvis მენჯი + ბერძ. Metreo გაზომვა; სინ.: რენტგენოპელვიმეტრია) მენჯის ზომების დადგენა რენტგენოგრაფიის მეშვეობით; გამოიყენება შედარებით იშვიათად. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა