Tag Archives: შედგენილობით

პროტამინები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პროტამინები – 1. დაბალმოლეკულური ცილები (მოლ. მასა 4000 – 12000), რ – ებიც მოიპოვება თევზის სპერმატოზოიდში. პროტამინები დიდი რაოდენობით შეიცავს ფუძე ამინომჟავებს, განსაკუთრებით არგინინს (70 – 80%), რაც განაპირობებს ამ ცილების საერთო ფუძე თვისებებს. პროტამინები კარგად იხსნება წყალში, მჟავე და ნეიტრალურ არეში, ილექება ტუტეებით, გაცხელებისას არ დენატურირდება.

Read More

კარიოსომები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კარიოსომები – (caryosomata ბერძნ.caryon  –  ბირთვი და soma, somatos  –  სხეული; სინ. ქრომოცენტრები) უჯრედის ბირთვში მსხვი­ლი და მკვრივი ინტენსიურად შეღებვადი ქრომატინის ბელტები, რომ­ლებიც გარეგნულად ბირთვაკების მსგავსია, ამიტომ კარიოსომებს ზოგ­ჯერ ქრომატინულ ანუ ცრუ ბირთვაკებს უწოდებენ. ნამდვილი ბირთვა­კებისაგან ისინი განსხვავდებიან ქიმიური შედგენილობით, რისი განსაზღვრაც ადვილია პირონინით დიფერენცირებული შეღებვის გამოყე­ნებით.

Read More

დენტინი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დენტინი – (dentinum ლათ.dens, dentis – კბილი) კბილის მაგარი ქსო­ვილი, ქიმიური შედგენილობით ძვლის მსგავსი, დასერილი რადია­ლუ­რი დენტინის მილაკებით. ქმნის კბილის გვირგვინის ყელსა და კბილის ფესვის უმეტეს ნაწილს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს

Read More

ასტრობიოლოგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ასტრობიოლოგია – (ასტრო.. და ბიოლოგია), მეცნიერების დარგი, რომელიც იკვლევს სამყაროში სიცოცხლის არსებობის ყოველგვარ გამოვლინებას. ასტრობიოლოგია ეყრდნობა ასტრონომიის, ბიოლოგიის, და ბიოქიმიის მეცნიერებათა მიღწევებს. ზოგიერთი ამოცანის გადაწყეტისას უკავშირდება კოსმოსურ ბიოლოგიასა და კოსმოსურ მედიცინას, რომლებიც წარმოიშვა კოსმოსურ სივრცეში ადამიანის გასვლის შედეგად. ასტრობიოლოგიის მნიშვნელოვანი პრობლემაა დედამიწაზე, როგორც კოსმიურ სხეულზე, სიცოცხლის ჩასახვისა

Read More