ტეტრასომიკები
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტეტრასომიკები – (tetrasomici ბერძნ.tetra – ოთხი და soma, somatos – სხეული) – ანეუპლოიდური უჯრედები, რომელთა ქრომოსომულ ნაკრებებში დიპლოიდური რიცხვის გარდა არის კიდევ თითო წყვილი ჰომოლოგიური ქრომოსომა. ასეთი უჯრედების ბირთვების ქრომოსომული შემადგენლობა აღინიშნება 2n+2 – ით. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)