Tag Archives: შემაერთებელ

შემაერთებელი კოლაგენური ქსოვილი, (ბოჭკოვანი), მკვრივი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შემაერთებელი კოლაგენური ქსოვილი, (ბოჭკოვანი), მკვრივი – (textus connectivus collagenosus compactus)  შემაერთებელი ქსოვილის სახე, რომელსაც ახასიათებს მჭიდროდ განლაგებული ბოჭკოები მცირერიცხოვანი უჯრედული ელემენტებითა და ძირითადი ნივთიერებებით. ბოჭკოები მდებარეობს ერთმანეთის პარალელურად (ე.წ.ფორმიან შემაერთებელ ქსოვილში) ან უწესრიგოდ (უფორმო შემაერთებელ ქსოვილში). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More

შემაერთებელ ქსოვილოვანი გარეთა შრე

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შემაერთებელ ქსოვილოვანი გარეთა შრე – / სუბენდო­კარდიული საფუთველი / (stratum connectivum externum / tela subendocardialis / )  ენდოკარდიუმის ყველაზე ღრმა შრე, ლოკალიზდება მიოკარდიუმის საზღვარზე, შეიცავს ელასტიკურ, კოლაგენურ და რეტიკულურ ბოჭკოებს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More

ფსამოზური სხეულაკები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსამოზური სხეულაკები – (ბერძ. Psammos ქვიშა) წვრილი, სფერული, შრეობრივი წარმონაქმნები, რომლებიც შედგება კალციუმის მარილებისაგან. ფსამოზური სხეულაკებს ნახულობენ თავის ტვინის პარკუჭების სისხლძარღვოვანი წნულის შემაერთებელ ქსოვილში და ქსლისებრ გარსში, თავისა და ზურგის ტვინის მაგარი გარსების შიგნითა შრეებში, ჯალღუზისებრ სხეულში (ეპიფიზში), ასევე სხვადასხვა სიმსივნეებში – ფიბრომაში, მენინგიომაში, ფიბროსარკომაში, საკვერცხეების ცისტაში

Read More

ფიბრომატოზები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფიბრომატოზები – დისპლაზიური პროცესები შემაერთებელ ქსოვილში, რომლებიც მოკლებულნი არიან ანთებითი რეაქციების ნიშნებსა და თავისებურებებს, რომლებიც დამახასიათებელია რაიმე გარკვეული სიმსივნისათვის. თანდაყოლილი ფიბრომატოზები აღინიშნება ახალშობილებში, ჩვილ ბავშვებში, სკოლამდელებში და მოზარდებში. თანდაყოლილი გენერალიზებული ფიბრომატოზი ხასიათდება მრავლობითი კერებით კანქვეშა უჯრედისში, კუთებში, შინაგან ორგანოებსა და ძვლებში. ისინი დიდდებიან, წარმოიქმნება ახალი კვანძები. კანი

Read More

უჯრედის ჰეტეროპოლარობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედის ჰეტეროპოლარობა – (heteros – სხვა და polaris – პოლარული) უჯრედის მოპირდაპირედ მდებარე ნაწილების სხვადასხვა აგებულება, რომელიც განსაკუთრებით გამოხატულია ეპითელური ქსოვილების უჯრედებში. ეპითელური უჯრედების გარეთა ზედაპირი, რომელიც მიქცეულია გარე გარემოსკენ, შემაერთებელ ქსოვილთან მიმდებარე უჯრედების ბაზალური ნაწილისაგან განსხვავდება სტრუქტურითა და თვისებებით. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და

Read More