Tag Archives: შემცირებით

ჰიპოფიზური ჯუჯოვნება (ნანიზმი)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოფიზური ჯუჯოვნება (ნანიზმი) – დაავადება, რომელიც ხასიათდება სიმაღლის მკვეთრი შემცირებით (130 სმ – ზე დაბლა), მოზრდილისთვის დამახასიათებელი სხეულის დამახასიათებელი პროპორციების შენარჩუნებით. აღნიშნული პათოლოგია ვითარდება ჰიპოფიზის წინა წილის მიერ ზრდის ჰორმონის არასაკმარისი გამომუშავების გამო, რაც განპირობებული შეიძლება იყოს ჰიპოფიზის სიმსივნით ან მისი ჰიპოპლაზიით ჰიპოთალამუსის დაზიანების შედეგად. ცხოვრების მეორე

Read More

ჰიპოფიბრინოგენემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოფიბრინოგენემია – მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება სისხლის შრატში ფიბრინოგენის შემცველობის შემცირებით (2 გ/ლ ნაკლები). ვლინდება გაზრდილი სისხლდენებით, ჭრილობების ძნელად შეხორცებით. მკურნალობა: მცირე სისხლდენებისას ეპსილონ – ამინოკაპრონისმჟავას შეყვანა, მნიშვნელოვანი სისხლდენებისას – იყენებენ ფიბრინოგენს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ჰიპოოლიგომენორეა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოოლიგომენორეა – მენსტრუაციის დარღვევა, რომელიც ხასიათდება მისი ხანგრძლივობის შემცირებით (1 – 2 დღემდე) და უმნიშვნელო სისხლიანი გამონადენით, მისი ნორმალური რიტმის შენარჩუნებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ჰიპოინსულინიზმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოინსულინიზმი – hypoinsulinismus ჰიპო –  + ინსულინი; სინ. ინსულარული უკმარისობა) სინდრომი, რომელიც განპირობებულია ინსულინის სეკრეციის შემცირებით და ვლინდება ჰიპერგლიკემიით, გლუკოზურიით, პოლიდიფსიით და პოლიურიით; წარმოადგენს შაქრიანი დიაბეტის ძირითად სინდრომს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ჰიპოვოლემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოვოლემია – ორგანიზმში ცირლკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირება. შესაძლოა განპირობებული იყოს სითხის მიღების შეზღუდვით ან მისი გაძლიერებული დაკარგვით (მაგ. შარდმდენებზე გაძლიერებული რეაქციის, გაძლიერებული ღებინების, ფაღარათის, შინაგანი სისხლდენების, დამწვრობების დროს). ჰიპოვოლემიის სიმპტომები ასევე შესაძლოა აღინიშნებოდეს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მწვავე უკმარისობის, ვარიკოზულად გაფართოებულ ვენებში სისხლის დეპონირების დროს ან ქვედა ღრუ

Read More

English English Georgian Georgian