Tag Archives: შერწყმით

შეგრენ – ლარსონის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შეგრენ – ლარსონის სინდრომი – (K. G. T. Sjogren, შვედი ფსიქიატრი)  მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც მიეკუთვნება ექტოდერმული დისტროფიების ჯგუფს  ნევროლოგიური გამოვლინებებით და ხასიათდება კლინიკური სიმპტომების ტრიადით – თანდაყოლილი იქთიოზი, ოლიგოფრენია, კიდურების სპასტიკური ტეტრაპარეზი. კლინიკური სურათი ხასიათდება თანდაყოლილი იქთიოზის შერწყმით ოლიგოფრენიასთან და სპასტიურ ტეტრაპარეზთან. კანის ცვლილებები ჩნდება დაბადებისთანავე; აღინიშნება

Read More

შარკოს დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შარკოს დაავადება – გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი –  უცნობი ეტიოლოგიის ნერვული სისტემის ქრონიკული პროგრესირებადი დაავადება. ახასიათებს თავისა და ზურგის ტვინის მამოძრავებელი ნეირონების დაზიანება, ქერქ – ზურგტვინისა და ქერქ – ბირთვთა ბოჭკოების დეგენერაცია. გამოვლინდება კიდურთა და თავის კუნთების ცენტრალური და პერიფერიული დამბლების (პარეზების) შერწყმით და ასევე სამწვერა, ენის მამოძრავებელ,

Read More

ფსიქოვეგეტატიური სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსიქოვეგეტატიური სინდრომი – კლინიკური სინდრომი, რომელიც ხასიათდება ფსიქიკური, ხშირად ემოციური, დარღვევების შერწყმით ვეგეტატიური დარღვევებთან ნევროზით დაავადებულ ავადმყოფებში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფორნის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფორნის სინდრომი – (W. R. Forney, ამერ. ექიმი)ოჯახური მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება გულის თანდაყოლილი მიტრალური მანკის შერწყმით ოტოსკლეროზთან და ოსტეოქონდროდისტროფიასთან. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

უვეოპაროტიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უვეოპაროტიტი – (uveoparotitis; uvea თვალის სისხლძარღვოვანი გარსი +პაროტიტი; ჰეერფორდტის სინდრომი) – სინდრომი, რომელიც ხასიათდება ორმხრივი პაროტიტის შერწყმით ორმხრივ უვეიტთან; ზოგჯერ მიმდინარეობს ნევრული სისტემის (პოლინევრიტი, მენინგოენცეფალიტი), ასევე სასუნთქი გზებისა და ლიმფური კვანძების დაზიანებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა