Tag Archives: შესაბამისობის

უჯრედული თეორია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედული თეორია – უმნიშვნელოვანესი ფართო ბიოლოგიური განზოგადება, რომელიც შეიცავს შემდეგ ძირითად დებულებებს: 1. უჯრედი ელემენტარული სტრუქტურული და ფუნქციური ერთეულია, რომელიც ქმნის ყველა მცენარეული და ცხოველური ორგანიზმის აგებულებისა და განვითარების საფუძველს; 2. ყველა სხვა ცოცხალ ორგანიზმს ახასიათებს უჯრედების განვითარების საერთო პრინციპი –  უჯრედების წარმოქმნის პრინციპი მათი მემკვიდრეობითი გაყოფით;

Read More

უწყვეტი სამედიცინო განათლება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უწყვეტი სამედიცინო განათლება – დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და პროფესიული მომზადების მომდევნო პერიოდი, რომელიც გრძელდება დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მთელი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში და არის საექიმო საქმიანობის განუყოფელი ნაწილი. მისი მიზანია თანამედროვე მედიცინის მიღწევებთან და ტექნოლოგიებთან დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ –

Read More

პროფესიონალური დიაგნოსტიკა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პროფესიონალური დიაგნოსტიკა – ადამიანის პოტენციური პროფესიონალური შესაძლებლობების შესწავლა და შეფასება, მომუშავეზე დაკისრებული შრომით ფუნქციებთან შესაბამისობის ხარისხის დასადგენად. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პერსონალის საქმიანი შეფასება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პერსონალის საქმიანი შეფასება – პერსონალის თვისებრივი მახასიათებლების (უნარ – ჩვევები, მოტივაცია და თვისებები) თანამდებობასთან ან სამუშაო ადგილთან შესაბამისობის დადგენის მიზანმიმართული პროცესი. აღნიშნული შესაბამისობის ხარისხის მიხედვით, წყდება შემდეგი ამოცანები: თანამშრომლის ადგილის დადგენა ორგანიზაციულ სტრუქტურაში, მისი განვითარების პროგრამის შემუშავება, ხელფასის კრიტერიუმებისა და სიდიდის განსაზღვრა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More

კადრების განლაგება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კადრების განლაგება – კადრების შემადგენლობის რაციონალური განაწილება სტრუქტურული ქვეგანყოფილებების, უბნების, სამუშაო ადგილებისა და ა. შ. მიხედვით. კადრების განლაგება უნდა ხორციელდებოდეს წარმოების სპეციფიკის, შესასრულებელი სამუშაოსა და ადამიანის ფსიქოფიზიოლოგიური თვისებების შესაბამისობის გათვალისწინებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა