Tag Archives: შესუსტება

რელაქსაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რელაქსაცია – 1. (ფსიქოლოგია)(ლათ. геlaxatio – დაძაბულობის, შესუსტება, მოდუნება) მოსვენების, მოდუნების, სიმშვიდის მდგომარეობა, რომელიც წარმოიქმნება სუბიექტში დაძაბულობის მოხსნის შედეგად, ძლიერი განცდების ან ფიზიკური გადაძაბვის შემდეგ. 2.  ჩონჩხის მუსკულატურის მოდუნება. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პოლის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოლის სიმპტომი – (С. Ch. Th. Paul; ფრან. ექიმი) გულის საძგერის შესუსტება, პრეკორდიალური მიდამოს სხვა ნაწილების პულსაციის შედარებითი გაძლიერებით; ნიშანია ექსუდაციური პერიკარდიტისა, რომელიც განპირობებულია გულის ფორმის ცვლილებით პერიკარდიულ ღრუში სითხის დაგროვების გამო. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა