Tag Archives: შეტევებით

შებრუნებითი ტიფი, ენდემიური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შებრუნებითი ტიფი, ენდემიური – – ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს სპიროქეტის განსაკუთრებული სახე. გამომწვევის წყაროა ცხოველები, გადამტანები არიან ტკიპები. ვლინდება ცხელებითი შეტევებით, რომელიც მონაცველობს ნორმალურ ტემპერატურასთან. მიმდინარეობს კეთილთვისებიანად, მკურნალობა – ანტიბიოტიკები. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ტეტანია, ჰიპოპარათირეოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტეტანია, ჰიპოპარათირეოზი – დაავადება, რომელიც ხასიათდება პარაფარისებრი ჯირკვლების ჰორმონის უკმარისობით, რასაც მივყავართ ორგანიზმში კალციუმის შემცველობის დაქვეითებამდე და კრუნჩხვითი, მტკივნეული შეტევების განვითარებამდე. ჰიპოპარათირეოზი შესაძლებელია განვითარდეს, სტრუმექტომიის დროს აღნიშნული ჯირკვლების შემთხვევით მოცილების შედეგად. იშვიათად აღნიშნური დაავადება ვითარდება ინფექციური დაავადებების და ინტოქსიკაციების დროს, აგრეთვე ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, რაც მოითხოვს

Read More

სტერჯ – ვებერის დაავადება

სტერჯ – ვებერის დაავადება – ხასიათდება ანგიომატოზური ლაქების არსებობით სამწვერა ნერვის ტოტების ინერვაციის მიდამოში და ეპილეფსიური შეტევებით. უმრავლეს შემთხვევაში აღინიშნება გონებრივი ჩამორჩენა, ჰემიპარეზი პიგმეტური ლაქის მოპირდაპირე მხარეზე, ჰემიანოფსია. ზოგ შემთხვევებში ფსიქიკა შენარჩუნებულია და ბავშვები ნორმალურად ვითარდებიან. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სანდხოფის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სანდხოფის დაავადება – მემკვიდრეობითი დაავადება განგლიოზიდების ჯგუფიდან: ვლინდება სიცოცხლის პირველ წელს, ზოგჯერ მოგვიანებით, კუთოვანი ჰიპოტონიით, ჰიპერაკუზიით, გენერალიზებული კრუნჩხვის შეტევებით, პიგმენტური რეტინიტით, მხედველობის დაქვეითებით. ავადმყოფები იღუპებიან სიცოცხლის პირველ წელს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

როზენბახის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი როზენბახის სინდრომი – (О.   Rosenbach,   გერმ.   ექიმი)უცნობი ეტიოლოგიის დაავადება, რომელიც ხასიათდება პაროქსიზმული ტაქიკარდიის შეტევებით, გამოხატული ქოშინით, ტკივილებით ეპიგასტრიუმის არეში და საერთო სისუსტით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა