Tag Archives: შეტევებს

ფილტვების იდიოპათიკური ჰემოსიდეროზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფილტვების იდიოპათიკური ჰემოსიდეროზი – (haemosiderosis idiopathica pulmonum; ბერძ. Idios საკუთარი, განსაკუთრებული + pathos ავადმყოფობა; სინ.: ფილტვის ესენციური ჰემოსიდეროზი, ცელენ – გელერსტედტის დაავადება)დაავადება, რომელიც ხასიათდება ფილტვებში განმეორებითი სისხლჩაქცევებით, ფილტვების სკლეროზისა და ჰემოსიდეროზის განვითარებით, ანემიით. დაავადება გვხვდება საკმაოდ იშვიათად, ავადდებიან უპირატესად ბავშვები 3 – 8 წლის ასაკში; აღინიშნება ოჯახური

Read More

ტეტანია, ჰიპოპარათირეოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტეტანია, ჰიპოპარათირეოზი – დაავადება, რომელიც ხასიათდება პარაფარისებრი ჯირკვლების ჰორმონის უკმარისობით, რასაც მივყავართ ორგანიზმში კალციუმის შემცველობის დაქვეითებამდე და კრუნჩხვითი, მტკივნეული შეტევების განვითარებამდე. ჰიპოპარათირეოზი შესაძლებელია განვითარდეს, სტრუმექტომიის დროს აღნიშნული ჯირკვლების შემთხვევით მოცილების შედეგად. იშვიათად აღნიშნური დაავადება ვითარდება ინფექციური დაავადებების და ინტოქსიკაციების დროს, აგრეთვე ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, რაც მოითხოვს

Read More

რიულფის ინტენციური კრუნჩხვა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რიულფის ინტენციური კრუნჩხვა – (J. Rulf, გერმ. ექიმი; ლათ. Intentio გაჭიმვა; სინ.: ქერქული კრუჩხვა) პაროქსიზმული ჰიპერკინეზი კიდურის კუნთების ტონური, იშვიათად კლონური კრუნჩხვებით, რომელიც წარმოიქმნება მკვეთრი მოძრაობის დროს. კლინიკური სურათის ანალიზი საშუალებას იძლევა ვივარაუდოთ, რომ რიულფის ინტენციური კრუნჩხვა წარმოიქმნება  ქერქული და ქერქქვეშა მამოძრავებელი სისტემების დინამიური ურთიერთქმედების ხანმოკლე პერიოდული

Read More

პერიოდული ოჯახური დამბლა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პერიოდული ოჯახური დამბლა – მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება კიდურების დუნე დამბლის უეცრად განვითარებული გარდამავალი შეტევებით. ეტიოლოგია, პათოგენეზი. დაავადების მიზეზი ცნობილი არ არის. პათოგენეზს საფუძვლად უდევს სისხლში კალიუმის დონის გარდამავალი დარღვევა. სიმპტომები, მიმდინარეობა. კუნთოვანი სისუსტის პირველი ნიშნები ვლინდება ბავშვობაში ან ახალგაზრდა ასაკში. ხშირად შეტევა იწყება დილით. კუნთების დამბლა

Read More

პალინდრომული რევმატიზმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პალინდრომული რევმატიზმი – (ბერძ. Palindromos უკან მოძრავი, შებრუნებითი; სინ.: ხანჩ – როზენბერგის სინდრომი) სახსრებისა და მათ ირგვლივ არსებული ქსოვილების მწვავე ანთების განსაკუთრებით იშვიათი ფორმა, რომელიც მიმდინარეობს უეცარი ხანმოკლე და სრულად შექცევადი შეტევებით. დაავადების ეტიოლოგია და პათოგენეზი გარკვეული არ არის. კლინიკურად ხასიათდება პერიოდული შეტევებით. ზიანდება ერთი რომელიმე სახსარი,

Read More