ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰისტოგენეზი – (histogenesis ბერძნ. histos – ქსოვილი და genesis – განვითარება) – ქსოვილის განვითარება ემბრიონული საწყისების უჯრედული მასალისაგან. ჰისტოგენეზს ახასიათებს უჯრედის სპეციალიზაციასთან დაკავშირებული უჯრედოვანი დიფერენცირების გაძლიერება. ამას თან სდევს ბირთვულ – ციტოპლაზმური დამოკიდებულების გადახრა ბირთვის ზომასთან შედარებით ციტოპლაზმის ზომის მკვეთრი მატებისკენ, რაც სულ უფრო შესამჩნევი ხდება. ყოველგვარი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი აპენდიკულური ინფილტრატი – წარმოადგენს ანთებითად შეცვლილი ორგანოებისა და ქსოვილების კონგლომერატს, რომლის წარმოქმნის მიზეზია მწვავე დესტრუქციული აპენდიციტი. დიდი ბადექონი, ჯორჯალი და წვრილი ნაწლავის მარყუჟები შემოფარგლავენ ანთებით პროცესს. ინფილტრატის წარმოქმნიდან 3 – 4 დღის შემდეგ ანთებითი ცვლილებები იმდენად გამოხატული არ არის და ინფილტრატის გამოცალკევება შეუძლებელია, თუკი მსგავსი მცდელობები ხდება,