Tag Archives: შეღებილი

მარკირება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მარკირება – (ფრანგ.marcuer – აღნიშვნა) ჩანასახის ნაწილების მონიშვნის მეთოდია, რომელიც შემოიღო ფოგტმა (1925). ფართოდ არის გამოყენებული ექსპერიმენტულ ემბრიოლოგიაში. მდგომარეობს ჩანასახის გარკვეული უბნების მონიშვნაში (შეღებილი აგარის ნაჭრები, ტუში და ა.შ.), ეს მონიშვნა საშუალებას იძლევა, გასტრულაციის დროს ყურადღება მიაქციოს მასალის გადაადგილებას, რის საფუძვეზეც შეიქმნა ძირითადად ამფიბიების ორგანოთა პრეზუმპციული რუქა.

Read More

კანის ლეიშმანიოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კანის ლეიშმანიოზი – ეტიოლოგია. დაავადების გამომწვევია ლეიშმანიას განსაკუთრებული სახეობა (Leishmania tropica) – პარაზიტი, რომელიც მიეკუთვნება შოლტოსანთა კლასს. ეპიდემიოლოგია. განასხვავებენ სამხრეთ ლეიშმანიოზის ორ სახეობას: 1) ნაადრევად დაწყლულებადი (სოფლის ტიპის ლეიშმანიოზი) უფრო მოკლე ინკუბაციური პერიოდით და 2) გვიან დაწყლულებადი (ქალაქის ტიპის ლეიშმანიოზი) შედარებით ხანგრძლივი ინკუბაციური პერიოდით. სოფლის ტიპის ლეიშმანიოზის

Read More

ექტოსომები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ექტოსომები – (ectosomata ბერძნ.ectos – გარედან და soma, somatos – სხეული) ბირთვაკის ტიპის ინტენსიურად შეღებილი მარ­ცვლები, რომლებიც წარმოიქმნებიან იმ ბლასტომერების ერთ – ერთ პო­ლუს­ზე, რომლებიც ქმნიან უმდაბლეს კიბოსნაირთა სასქესო ანუ ჩანასა­ხოვან გზას. ამ წარმონაქმნების მოქმედება ჰეკელმა შეისწავლა (1892). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა

Read More