ყაითნიანი უჯრედები
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყაითნიანი უჯრედები – (cellulae microvillosae) – ნაწლავის ეპითელიუმის უჯრედები (ნაწლავის არშიიანი ეპითელიოციტი – epitheliocytus intestinalis cum limbo striato), რომელთა გარეთა ზედაპირზე არის მრავალრიცხოვანი მიკროხაოები , რომლებიც ქმნიან შემწოვ ყაითანს, ანუ კუტიკულას. იხ.სინ. უჯრედები კუტიკულური. ყაითნიანი უჯრედები ახორციელებენ საკვები ნივთიერებების შეწოვის პროცესს, რომლის მორფოლოგიური გამოვლინება შეიძლება იყოს პინოციტოზი