Tag Archives: ჩხირი

პარაყივანახველა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარაყივანახველა – 1. მწვავე ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს პარაყივანახველის ჩხირი; ჰგავს ყივანახველის მსუბუქ ფორმას. ავადდებიან უპირატესად ბავშვები 2 – დან 5 წლამდე. ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ შეადგენს 10 – 11 დღეს. დაავადება მიმდინარეობს ცხელების გარეშე, ხველით, რომელმაც შესაძლებელია მიიღოს კრუნჩხვითი, ყივანახველისებრი ხასიათი. გართულებები (პნევმონიები) შედარებით იშვიათია, მიდინარეობა კეთილვისებიანია.

Read More

ორსულთა პიელიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ორსულთა პიელიტი – (მეან.)თირკმლის მენჯის ანთება. პიელიტის განვითარებას ხელს უწყობს შარსაწვეთების ატონია და მასთან დაკავშირებული შარდის შეკავება, რაც თავის მხრივ განპირობებულია მექანიკური წინააღმდეგობით (ორსული საშვილოსნოს მიერ შარსაწვეთებზე, განსაკუთრებით მარჯვენაზე, ზეწოლა). ინფექცია ხვდება ლიმფური გზებით ნაწლავიდან, იშვიათად – აღმავალი გზით შარდის ბუშტიდან. ყველაზე ხშირი გამომწვევია ნაწლავის ჩხირი. სიმპტომები,

Read More