ბაქტერიები – (bacteria ბერძნ.bacterion – ჩხირი) – მცენარეული ბუნების ერთუჯრედოვანი ორგანიზმები. ბაქტერიების უჯრედის 200 – 300 Ao სისქის კედელი და ციტოპლაზმური მემბრანა (50 – 300 Ao) გარს ეკვრის ციტოპლაზმას. უკანასკნელი შეიცავს რიბოსომებს, სხვადასხვა ჩანართებსა და ბირთვის ნივთიერებას – ქრომატინს. ქრომატინი ბაქტერიულ უჯრედებში შეიძლება იყოს დიფუზური ბადის ან ქრომატინის სხეულაკების სახით. გენეტიკური გამოკვლევების საფუძველზე ბირთვის ქრომატულ
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანთებითი დაავადებები გინეკოლოგიურ ავადმყოფებში – (გინეკ.) სასქესო ორგანოების სხვა დაავადებებზე გაცილებით ხშირად გვხვდება. მათი გამომწვევები შეიძლება იყვნენ სხვადასხვა ბაქტერიები: სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, ნაწლავის ეშერიხია, გონოკოკი, ტუბერკულოზური ჩხირი (მიკობაქტერია), ტრიქომონადები, სოკოები, აგრეთვე ანაერობული ბაქტერიები და სხ. ანთებითი პროცესის განვითარება და მიმდინარეობა დამოკიდებულია გამომწვევის ხასიათზე და განსაკუთრებით ქალის ორგანიზმის დამცველობით